ჟურნალისტი, რომელსაც ადელის ახალი სიმღერები მოსმენილი არ ჰქონდა, სამსახურიდან დაითხოვეს. საუბარია ავსტრალიური არხის, Seven-ის რეპორტიორის, მეთ დორანის შესახებ, ის სამსახურში კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ადელთან ინტერვიუს დროს გამოტყდა, რომ არტისტის ახალი ალბომი არ ჰქონდა მოსმენილი. ამის შემდეგ მეთ დორანი სამსახურიდან ორი კვირით დაითხოვეს. ტაბლოიდები იმასაც წერენ, რომ „სონიმ“, რომელიც ინტერვიუს ორგანიზატორი იყო, ის გააუქმა.
ვიდეო: რამდენიმე საათში 4 მილიონზე მეტი ნახვა – ადელი 6 წლის შემდეგ პირველ სიმღერას ავრცელებს
დორანი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს რომ ადელს ინტერვიუ არ გაუუქმებია.
„ადელი არ განრისხებულა, მეტიც, დაგეგმილი 20 წუთიანი ინტერვიუ, 29 წუთი გაგრძელდა“, – აცხადებს დორანი.