ადრიანა ლიმა მშობიარობის შემდეგ, დიდ ხანს ცდილობდა ფორმაში ჩადგომას, ის აქტიურად ვარჯიშობდა და დიეტას იცავდა. მიუხედავად შეცვლილი ვიზუალისა, „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზი პოდიუმზე მაინც დაბრუნდა და არც პიკანტურ „ლუქებს“ ერიდებოდა.
ამჯერად მან „მარკ ჯეიკობსის“ ახალ, წინა-საშემოდგომო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მოდელი ძველ ფორმებს დაუბრუნდა. ფოტოსესიაში მან არაერთი შთამბეჭდავი „ლუქი“ მოირგო და გულშემატკივრების აღფრთოვანება დაიმსახურა.
„ძველი ადრიანა ლიმა დაბრუნდა“, „მიზანს მიაღწია, შეუდარებელ ფორმაშია“, „როგორ გახდა“, – წერენ კომენტარებში.
ადრიანა ლიმა „ვიქტორიას სიკრეტის“ სუნამოს სახეა – მოდელი მომაჯადოებელ ფოტოებს გვიზიარებს