ბოლო დღეების განმავლობაში უკვე უამრავმა ცნობილმა სახემ გაიღო ფინანსური დახმარება უკრაინისთვის.
კიმ კარდაშიანი უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში Skims-იდან თანხას გადარიცხავს
მათ რიცხვს, ამერიკელ მომღერალი და მსახიობი, სელენა გომესიც შეუერთდა. მან სოციალურ ქსელში დონაციისთვის განკუთვნილი ბმული გააზიარა და საზოგადოებას უკრაინელების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„შემაძრწუნებელი და უგუნური შეტევები უკრაინის მიმართ გრძელდება და ამ დროს უცოდველი ხალხი იხოცება, ნადგურდება ქალაქები და ინგრევა ოჯახები, ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთი ადამიანის სიხარბეა. დაუჯერებელია, ის რაც ახლა ხდება. მე გავიღებ დონაციას Unicefusa Unicefusa-ისთვის“, – წერს გომესი.
„ომი ანადგურებს ბავშვობას“ – ჯოან როულინგი 100 ათას უკრაინელ ბავშვს დაეხმარება
ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკრაინელი დევნილებისთვის საქველმოქმედო ფონდს ქმნიან