LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეული და მარტოსული – კიანუ რივზის უახლესი ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

606
page

58 წლის მსახიობმა და მუსიკოსმა, კიანუ რივზმა ლოს-ანჯელესში თავის ჯგუფთან, Dogstar-თან ერთად კონცერტი გამართა. შესვენებაზე კიანუ მარტო გამოვიდა, ის ასფალტზე ეულად იჯდა და წვენს მიირთმევდა. ვარსკვლავი ყავისფერ ფერებში იყო გამოწყობილი. მის „ლუქს“ გრძელი თმა და წვერი ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ კონცერტს არ დასწრებია მისი მეგობარი ქალბატონი, ალექსანდრა გრანტი. შეგახსენებთ, შვებულება რივზმა დასთან ერთად იტალიაში, იახტაზე გაატარა.

კიანუ რივზი კაპრიზე ისვენებს – სად არის ალექსანდრა გრანტი?

რაც შეეხება მის მუსიკალურ ბენდს, Dogstar 23 წლიანი პაუზის შედეგ, პირველ ალბომს გამოუშვებს.

„ჩვენი ახალი ალბომი Somewhere Between The Power Lines And Palm Trees out, 6 ოქტომბერს გამოვა, იქამდე კი, მსმენელი მოისმენს ახალ სიმღერას Everything Turns Around“, – ნათქვამია განცხადებაში.

კიანუ რივზმა, საკუთარ ჯგუფთან ერთად, 23 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სიმღერა გამოუშვა

„ეს კიანუ რივზია, 3 წლის ასაკში მამამ მიატოვა…ამ ადამიანს შეუძლია იყიდოს ყველაფერი რასაც მოისურვებს, თუმცა რად უნდა? მას აქვს ის, რასაც ფულით ვერ შეიძენ“ – სანდრა ემოციურ პოსტს ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები