LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიანუ რივზმა, საკუთარ ჯგუფთან ერთად, 23 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სიმღერა გამოუშვა

213
კიანუ-რივზი

კიანუ რივზი და ჯგუფი Dogstar 23 წლიანი პაუზის შედეგ, პირველ ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ კოლექტივის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი: „მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი ახალი ალბომი Somewhere Between The Power Lines And Palm Trees out, 6 ოქტომბერს გამოვა, იქამდე კი, მსმენელი მოისმენს ახალ სიმღერას Everything Turns Around“ – ნათქვამია განცხადებაში.

სიმღერა უკვე განთავსდა სოციალურ ქსელებში, სადაც გამოჩნდა თავად კიანუც.

ჯგუფი Dogstar 1991 წელს შეიქმნა და ჯამში ორი ალბომი, Our Little Visionary  და Happy Ending გამოუშვა.

სულ მალე კოლექტივი 25 დღიან ტურნესაც დაიწყებს.

ვიდეო: 21 წლის შემდეგ პირველი კონცერტი – კიანუ რივზის ჯგუფის, Dogstar-ის შთამბეჭდავი პერფორმანსი

კიანუ რივზი სცენაზე 20 წლის შემდეგ ბრუნდება და ჯგუფ Dogstar-ს აერთიანებს

„ეს კიანუ რივზია, 3 წლის ასაკში მამამ მიატოვა…ამ ადამიანს შეუძლია იყიდოს ყველაფერი რასაც მოისურვებს, თუმცა რად უნდა? მას აქვს ის, რასაც ფულით ვერ შეიძენ“ – სანდრა ემოციურ პოსტს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები