კიანუ რივზმა არაერთი მასშტაბური კინო-პროექტით გაითქვა სახელი, თუმცა, ის აგრეთვე შესანიშნავი მუსიკოსია. რივზი ბავშვობიდან უკრავს გიტარაზე. მან ჯგუფი Dogstar-ი ლოს-ანჯელესში, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოაყალიბა. ჯგუფი 2002 წელს დაიშალა.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ჯგუფი 20 წლის შემდეგ სცენაზე ბრუნდება.
კიანუ რივზის როკ-ჯგუფი უკვე მუშაობს ახალ ალბომზე და სიახლეებს 2023 წლის ზაფხულში შემოგვთავაზებს.
„როცა საყვარელ ქალთან მიგეჩქარება“ – 58 წლის კიანუ რივზი ჰოლივუდში გადაიღეს