LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეისბუკმა“ პირველი „ჭკვიანი სათვალე“ Ray-Ban Stories გამოუშვა

487
page

„ფეისბუკმა“ თავისი პირველი „ჭკვიანი სათვალე“ Ray-Ban Stories გამოუშვა. მისი საშუალებით ფოტოს და ვიდეოს გადაღება, მუსიკის მოსმენა და ტელეფონზე საუბარია შესაძლებელი.

სათვალე, სახელწოდებით Ray-Ban Stories, უკვე იყიდება ამერიკის, ავსტრალიის, კანადის, ირლანდიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს მაღაზიებში. სათვალე ოცი სხვადასხვა დიზაინით გამოდის და მისი საწყისი ფასი 299 აშშ დოლარია.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, სათვალეს ორი 5-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, რომლითაც სურათების და 30 წამამდე ხანგრძლივობის ვიდეოს გადაღებაა შეიძლება. ასევე LED-ნათურებითა აღჭურვილი. ცნობისთვის სრულად დამუხტული სათვალის  ელემენტი  ექვს საათს ძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები