ჩინურმა კომპანიამ TCL ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პირველი რომანტიკული კომედიის ტრეილერი გაავრცელა. მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახელწოდებაა „შემდეგი გაჩერება – პარიზი“.
აღსანიშნავია, რომ ფილმის სცენარი ნეიროქსელის მიერ არის შექმნილი, თუმცა პერსონაჟებს რეალური მსახიობები ახმოვანებენ.
სურათი სტრიმინგ-სერვისზე TCLtv+ მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა.
ვიდეო ნეგატიურად შეაფასეს, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ კადრები და პერსონაჟების მიმიკები ძალიან არარეალისტურია.