„ფორბსმა“ შოუბიზნესის ყველაზე მაღალანაზღაურებადი წარმომადგენლების ახალი რეიტინგი გაავრცელა. რეიტინგის სათავეში ახალზელანდიელი რეჟისორი, პიტერ ჯექსონი განთავსდა. „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ავტორმა გასულ წელს 580 დოლარი გამოიმუშავა.
მომღერალი, ბრიუს სპრინგსტინი აღნიშნულ სიაში, 435 მილიონი დოლარით მე-2 საპატიო პოზიციას იკავებს. მან თავისი სიმღერების კატალოგზე უფლება კომპანია „სონის“ ნახევარ მილიარდ დოლარად მიჰყიდა. ხუთეულში აგრეთვე ჯეი ზი, დუეინ ჯონსონი და კანიე უესტი განთავსდნენ.
გადახედეთ შოუბიზნესის ყველაზე მაღალანაზღაურებადი წარმომადგენლების ათეულს:
პიტერ ჯექსონი (580 მლ )
ბრიუს სპრინგსტინი (435 მლ)
ჯეი ზი (340 მლ)
დუეინ ჯონსონი (270 მლ)
კანიე უესტი (235 მლ)
მეტ სტოუნი (210 მლ)
პოლ საიმონი (200 მლ)
ტაილერ პერი (165 მლ)
რაიან ტედერი (160 მლ)
ბობ დილანი (130 მლ)