LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ასეთი ბედნიერი ჯერ არასდროს ვყოფილვარ“ – ჯენიფერ ლოპესის ვნებიანი კოცნა და გასეირნება ნიუ-იორკში

149
page

სულ რამდენიმე დღის წინ, ჯენიფერ ლოპესმა განაცხადა, რომ მზადაა დედა კიდევ ერთხელ გახდეს. ამ უქმეებზე კი წყვილი ნიუ-იორკში შეამჩნიეს. 50 წლის ჯენიფერ ლოპესი და 44 წლის ალექს როდრიგესი როკფელერის ცენტრიდან გამოდიოდნენ. ალექსი თავის საცოლეს აღფრთოვანებული უყურებდა. წყვილი  სახალხოდ კოცნიდა ერთმანეთს და ძალიან ბედნიერი გამოიყურებოდა.

„ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს, ჩვენ ორივე წარმატებულები ვართ და არ გვჭირდება ერთმანეთი იმისთვის რომ კარიერულად წავიწიოთ წინ. ჩვენ ერთად ვითარდებით და ვცდილობთ ჩვენს შვილებს საუკეთესო მივცეთ. მე ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილ ვარ“- აცხადებს 50 წლის ჯეი ლო

შეგახსენებთ, სავარაუდოდ, სულ მალე, წყვილი გრანდიოზულ ქორწილს გადაიხდის, ტაბლოიდები ვარაუდობენ, რომ ისინი ქორწილს თავიანთ ვილაში გადაიხდიან.

ფოტო: იდეალური ადგილი ქორწილისთვის - ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის გრანდიოზული აპარტამენტები

სახლი 7 საძინებელი და 13 სააბაზანო ოთახით, 13, 932 ჰექტარი მიწა, გაშლილი ტერასები, სარეკრეაციო ზონა, ქვიშის სანაპირო, - ეს ჰოლივუდური წყვილის სახლია, რომელთა საერთო ქონება 750 მილიონ დოლარს შეადგენს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები