LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯეი ლო აცხადებს, რომ მას პარტნიორმა დაარტყა – აქვითინებული არტისტის ახალი კადრები ბიოგრაფიული ფილმიდან

255
page

ჯენიფერ ლოპესის ბიოგრაფიული ფილმი, სახელწოდებით: „დიდი სიყვარულის ისტორია, რომლის შესახებ არასდროს უსაუბრიათ“ უკვე გამოვიდა. სწორედ ამ ფილმში გაჟღერდა არაერთი საინტერესო და აქამდე უცნობი დეტალი „ბენიფერის“ მართლაც რომ ექსტრაორდინარული სასიყვარულო კავშირის შესახებ.

ამჯერად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც 54 წლის არტისტი ემოციებს ვერ აკონტროლებს და გულამოსკვნილი ტირის.

ის აცხადებს, რომ ერთ-ერ­თმა ყო­ფილ­მა პარტნი­ორ­მა მას­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და და მას ხელი დაარტყა.

„ჩემ­თვის და­ურ­ტყამთ, უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ და უხე­შა­დაც მომ­ქცე­ვი­ან. კი­დევ არა­ერ­თი უსი­ა­მოვ­ნო რამ მახ­სენ­დე­ბა…ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა ისე­თი, ვი­საც უთ­ქვამს, რომ ვუყ­ვარ­დი, შემ­დეგ კი ამ სი­ტყვის­თვის საპირისპირო რამ გა­უ­კე­თე­ბია. ფსკერ­ზე უნდა და­ეშ­ვა და მტკივ­ნე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მოხ­ვდე, რომ სა­ბო­ლო­ოდ თქვა – ეს აღარ მინ­და“ – იხსენებს ჯეი ლო.

თუ ვინ იგულისხმა არტისტმა მოძალადე პარტნიორში, ჯერჯერობით უცნობია.

ბენ აფლეკი ჯეი ლოს ახალ დოკუმენტურ ფილმში აცხადებს, რომ მასთან განახლებული კავშირის საიდუმლოდ შენახვა სურდა

ჯენიფერ ლოპესი ამბობს, რომ მას 20 წელი დასჭირდა, რათა გაეგო, ბენ აფლეკი უყვარდა თუ არა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები