LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი ჯეი ლოს ახალ დოკუმენტურ ფილმში აცხადებს, რომ მასთან განახლებული კავშირის საიდუმლოდ შენახვა სურდა

158
page

ჯეი ლოს ალბომის, This Is Me… Now პრემიერა უკვე შედგა. გამოვიდა მისი ბიოგრაფიული ფილმიც, სახელწოდებით: „დიდი სიყვარულის ისტორია, რომლის შესახებ არასდროს უსაუბრიათ“. სწორედ ამ ფილმში გაჟღერდა არაერთი საინტერესო და აქამდე უცნობი დეტალი „ბენიფერის“ მართლაც რომ ექსტრაორდინალური სასიყვარულო კავშირის შესახებ.

ერთ-ერთ კადრში ბენი აცხადებს, რომ ჯეი ლოსთან განახლებული კავშირის საიდუმლოდ შენახვა სურდა, თუმცა, საყვარელი ქალის გამო კომპრომისზე წავიდა.

„ის, რაც არ მინდოდა, ეს არის ურთიერთობა სოციალური ქსელებისთვის, მაგრამ ამავე დროს მივხვდი, რომ ამის მოთხოვნა მისთვის დიდი უსამართლობა იქნებოდა. ეს იგივეა, ცხოვრობდე გემის კაპიტანთან და აცხადებდე, რომ წყალი არ გიყვარს“, – აცხადებს ბენი.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2022 წელს წყვილის განშორების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ გადაჭარბებული ყურადღება იყო.

„შენი სხეული მენატრება“ – ჯეი ლოს ახალი სიმღერა პიკანტური დეტალებით ბენზე და არტისტის უახლესი გამოჩენა ვარდისფერ კაბაში

ჯეი ლო აცხადებს, რომ ბენთან ქორწილის ჩაშლის შემდეგ, მას კიდევ რამდენიმე თვე ხვდებოდა – უახლესი ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები