LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაბედნიერებ“ – საკურთხეველთან მიტოვებულმა ალექს როდრიგესმა ნამდვილი სიყვარული იპოვა

518
page

გახსოვთ ალბათ ალეს როდრიგესი, დიახ ის საცოლემ, ჯენიფერ ლოპესმა ფაქტობრივად საკურთხეველთან მიატოვა და თავისი ცხოვრების უმთავრეს სიყვარულს, ბენ აფლეკს დაუბრუნდა.

როცა ყოფილი საცოლე „რალფ ლაურენის“ კაბაში სხვაზე თხოვდება – აი ასე ებრძვის ალექს როდრიგესი მელანქოლიას

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მიტოვებული სპორტსმენი ხანგრძლივ დეპრესიაშიც ჩავარდა. ის ერთდროულად რამდენიმე ქალბატონსაც ხვდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს მანაც იპოვა შესაფერისი პარტნიორი.

ალექსი 2022 წლიდან ხვდება ფიტნეს ინსტრუქტორს,  ჟაკი კორდეიროს, რომელთანაც უკვე საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა აქვს.

ახლახან, ალექსმა გულისსწორს ვალენტინობა ემოციური პოსტით მიულოცა. მან ერთობლივი ფოტოები გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მას აბედნიერებს.

„წმინდა ვალენტინის დღეს გილოცავ. დიდი მადლობა, შენ მე ყოველ დღე მაბედნიერებ, შენ ჩემი ცხოვრების სინათლე ხარ და უკეთესს მხდი“, – წერს ალექსი.

ალექს როდრიგესი ბოლოს და ბოლოს ბედნიერია – ნახეთ უახლესი ოჯახური ფოტოები ახალ შეყვარებულთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები