LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ის ჩემი მამაა“ – კეიტ ჰადსონი მამინაცვალ კურტ რასელს 70 წლის იუბილეს ემოციურად ულოცავს

457
40601194-0-image-a-88-1616007438817

სულ ცოტა ხნის წინ კურტ რასელს 70 წლის შეუსრულდა. მან უამრავი მილოცვა მიიღო, თუმცა ყველაზე ემოციური და გამორჩეული მაინც მისი გერის, კეიტ ჰადსონის მილოცვა იყო.

41 წლის მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ოჯახური ფოტო გაავრცელა და მამინაცვალს დიდი და ემოციური პოსტი მიუძღვნა.

„ამ ადამიანზე ხშირად არ ვსაუბრობ, რადგან ის 70 წლის გახდა, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, ის ჩემი მამაა, მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მიყვარხარ მა და გილოცავ“, – წერს კეიტი.

ცნობისთვის, გოლდი ჰოუნი და კურტ რასელის რომანი 1984 წელს გამოსული ფილმით, „მიმართულების შეცვლა“ დაიწყო. მათ უკვე 38 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ კიდევ არ იმყოფებიან. ერთ-ერთ ინტერვიუში გოლდიმ აღიარა, რომ  კურტის შეყვარებულის სტატუსი ძალიანაც მოსწონს და ოფიციალურად დაქორწინებას სულაც არ ჩქარობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები