გასულ თვეს, 17 წლიანი ქორწინების შემდეგ ჯეისონ მომოა და ლიზა ბონე ერთმანეთს დაშორდნენ. განშორება მტკივნეული განსაკუთრებით ჯეისონისთვის აღმოჩნდა. ის სახლიდან წამოვიდა და რაღაც დროს განმავლობაში ფურგონში ცხოვრობდა.
ფოტო: დახეული მაისური და სასოწარკვეთილი სახე – ჯეისონ მომოა განქორწინების შემდეგ ფურგონში ცხოვრობს
ჯეისონ მომოა და ლიზა ბონე დაშორდნენ – ყველაზე რომანტიკულმა წყვილმა ერთად 17 წელი გაატარა
თუმცა, მისი „ოხვრა და ჭმუნვა“ როგორც ჩანს დასასრულს მიუახლოვდა და დიდებული მომოა აღორძინების გზაზეა. მას ახალ რეალითი შოუში იღებენ. ვარსკვლავი მალიორკას სანაპიროზე, ნავში გადაიღეს, ის შესანიშნავად გამოიყურებოდა, ჯეისონი ჩვეულ ფიზიკურ ფორმას დაუბრუნდა. წელს ზევით შიშველ „აქუამენს“ თმა გადაწეული ჰქონდა და მზის სათვალე ამშვენებდა.