LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ერთმანეთს ვერ წყდებიან – ჯულია რობერტსი და დენიელ მოდერი მანჰეტენის ქუჩებში ჩახუტებულები სეირნობენ

578
page

ჯულია რობერტსი პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს და მაქსიმალურად ცდილობს პაპარაცების ობიექტივში ნაკლებად მოხვდეს. თუმცა ბოლო პერიოდში „ლამაზმანი“ და მისი ქმარი, დენიელ მოდერი საკმაოდ ხშირად მოექცნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

19 წლის შემდეგაც შეყვარებულები – 53 წლის ჯულია რობერტსისა და 52 წლის დენიელ მოდერის იშვიათი გამოჩენა

როგორც ჩანს, ვარსკვლავურმა წყვილმა, რომელსაც 19 წლიანი ქორწინება აკავშირებს, უკვე ტრადიციად დაამკვიდრა ყოველ საღამოს, ნიუ-იორკში ისეირნოს და რომანტიკულ ვახშმით დატკბეს.

ამჯერად 53 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა და  52 წლის დენიელ მოდერმა ნიუ-იორკში მდებარე რესტორანში ივახშმეს და მანჰეტენზეც გაისეირნეს. ისინი ხელიხელჩაკიდებული მისეირნობდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ჯულიას „ლუი ვიტონის“ შავი კაბა ამშვენებდა, დენიელი შავ პერანგსა და ჯინსის შარვალში იყო გამოწყობილი.

დედასავით მშვენიერი – ჯულია რობერტსის 16 წლის ქალიშვილის დებიუტი წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები