LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ჯანმრთელობა, ეს სიმდიდრეა“ – ნაომი კემპბელი ქალიშვილთან ერთად გამაჯანსაღებელ კურორტზე ისვენებს

399
page

დატვირთული წლისა და უამრავი სიახლის შემდეგ, 51 წლის მოდელმა, ნაომი კემპბელმა საფუძვლიანი განტვირთვა და დასასვენებლად წასვლა გადაწყვიტა.

„ურთიერთობებში მთავარი კომპრომისია“ – 51 წლის ნაომი კემპბელის ქალიშვილის პირველი ფოტო

ამისთვის ვარსკვლავმა ავსტრიაში მდებარე გამაჯანსაღებელ კურორტს მიაშურა, სადაც უამრავი კომპლექსური, სამკურნალო პროცედურა ჩაიტარა. მართალია, მოდელის თვეების ქალიშვილი ფოტოებზე არ არის, თუმცა ინსაიდერების განცხადებით, მზრუნველმა დედამ ქალიშვილი თან წაიყვანა.

ვარსკვლავმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს არაერთი ფოტო გაუზიარა. სპა პროცედურები, ვარჯიში, ჯანსაღი კვება და სუფთა ჰაერი, –  ასეთია კემპბელის არდადეგები.

„მადლობელი ვარ გადატვირთვისთვის, აღდგენისა და რეგენერაციისთვის. ჩემს პროფესიაში ხშირად უყურებენ გარეგნულ მხარეს, თუმცა ჩემთვის მთავარი შინაგანი მდგომარეობაა. ჯანმრთელობა, ეს სიმდიდრეა“, – წერს მოდელი.

ვინ არის ნაომი კემპბელის შვილის მამა? – ინტერნეტსივრცეში შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ

 

View this post on Instagram

 

A post shared by Naomi Campbell (@naomi)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები