LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯეი ლო სალათისფერ ჰუდში მაიამიში, ხმისჩამწერ სტუდიასთან დააფიქსირეს

166
safe-image (1)

50 წლის ჯეიფერ ლოპესი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მუსიკალური კარიერა თითქოს არც თუ ისე აქტიურად მიმდინარეობს. გასულ თვეს, ჯეი ლომ ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც ის ხმისჩამწერ სტუდიაში იმყოფება.

„ზაფხულია და ჩვენ აქ რაღაც გემრიელს ვამზადებთ“, – დაასათაურა ფოტოები ჯეი ლომ. ამის შემდეგ მომღერლის გულშემატკივრები მოუთმელნად ელიან მუსიკალურ სიახლეებს მისგან.

კვირის დასაწყისში, ლოპესი მაიამიში, ხმისჩამწერ სტუდიასთან დააფქისრეს. მას ღია სალათისფერი ჰუდი ეცვა და შესანიშნავ ფორმაში იყო. აღსანიშნავია, რომ არტისტსი მალუმასთან ერთად ახალ კომპოზიციაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესი და კოლუმბიელი მომღერალი, Maluma ახალ რომანტიკულ ფილმში „დაქორწინდი ჩემზე“ ითამაშებენ. ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ ლოპესი მიტოვებული პატარძლის როლში მოგვევლინება, რომელიც პირველსავე შემხვედრზე გადაწყვეტს დაქორწინებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები