LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯეი ლოსა და ალექს როდრიგესის პაემანი პანდემიის ჟამს

318
safe-image

მსოფლიო პანდემიის პერიოდში, ვარსკვლავების დაფიქსირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სულ უფრო და უფრო რთული ხდება. თუმცა, მოხერხებულმა პაპარაცებმა მაინც შეძლეს ვარსკლავური წყვილის, 51 წლის ჯენიფერ ლოპესისა და 45 წლის ალექს როდრიგესის დაფიქსირება.

მათ რომანტიკული ვახშმისთვის მაინც მოიცალეს, წყვილი, ლოს-ანჯელესის ადგილობრივ რესტორანში იმყოფებოდა. პაემნისათვის ჯეი ლომ ცისფერი ატლასის ორეული აირჩია, რომლის ფასიც 280  დოლარია, „ლუქს“ კი „ვალენტინოს“ ამავე ფერის ჩანთა ასრულებდა. რაც შეეხება ალექს, მას ნაცრისფერი, კლასიკური კოსტიუმი ეცვა. წყვილი შეუდარებელ ფორმაში იყო.

აღსანიშნავია, რომ ისინი რეგულაციებს ზედმიწევნით იცავდნენ, ორივეს ვირუსისგან დამცავი პიბადე ეკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები