ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, ამალია პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ იშვიათად ხვდება. ისინი პირად ცხოვრებას აფიშირებას არასდროს უკეთებენ და 3 წლის ტყუპებს ცნობისმოყვარე საზოგადოებისგან საგულდაგულოდ მალავენ.
ჯორჯ კლუნი ყველას ეუბნება, რომ ამალიას სახით დიდი ჯეკპოტი მოხსნა
სულ ცოტა ხნის წინ, 59 წლის ჯორჯი 43 წლის ამალია კომოს ტბაზე მდებარე პრესტიჟულ რესტორანში, რომანტიკული ვახშმის დროს გადაიღეს. კლუნს კლასიკური პიჯაკი ეცვა, ამალიას კი ლურჯი, ატლასის კაბა ამშვენებდა.
ცნობისთვის, ჯორჯ კლუნი მრავალი წლის განმავლობაში ჰოლივუდის ყველაზე მარტოხელა მამაკაცის ტიტულით სარგებლობდა. 2013 წელს კი ამალია ალამუდინი გაიცნო. წყვილმა გაცნობიდან ერთ წელში იქორწინა. ინსაიდერის თქმით, ჯორჯი ყველას ეუბნება, რომ ამალიას სახით დიდი ჯეკპოტი მოხსნა, რადგან ის საოცარი მეუღლე და დედაა.