LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ კლუნი ყველას ეუბნება, რომ ამალიას სახით დიდი ჯეკპოტი მოხსნა

133
42357630-0-image-a-16-1619680469714

ჯორჯ კლუნი მრავლი წლის განმავლობაში ჰოლივუდის ყველაზე მარტოხელა მამაკაცის ტიტულით სარგებლობდა. 2013 წელს კი ამალია ალამუდინი გაიცნო. წყვილმა გაცნობიდან ერთ წელში იქორწინა.

ჯორჯ კლუნის საყვარელი ქალები: მსახიობის 11 მთავარი რომანი

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ცოლი და შვილები მეყოლებოდა. მეგონა, რომ ბედნიერი ვიყავი, თუმცა როდესაც ამალია გავიცანი, მივხვდი, რაოდენ ცარიელი იყო ჩემი ცხოვრება. პირველად გავიგე, თუ რა გრძნობაა, როდესაც  სხვისი სიცოცხლე საკუთარ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი ხდება“ – განაცხადა 59 წლის ჯორჯმა გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში.

მათი ქორწინების დასაწყისში ბევრი თვლიდა, რომ ამალიას საოცრად გაუმართლა, რომ ჯორჯს შეხვდა, თუმცა ოჯახთან დაახლოებული პირები სხვა ინფორმაციას ავრცელებს. ინსაიდერის თქმით, ჯორჯი ყველას ეუბნება, რომ ამალიას სახით დიდი ჯეკპოტი მოხსნა, რადგან ის საოცარი მეუღლე და დედაა.

კარგი მამობით ჯორჯ კლუნსაც შეუძლია დაიკვეხნოს, რამდენიმე თვის წინ მან განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში ჭურჭლის რეცხვითა და ბავშვებისთვის პამპერსების გამოცვლით იყო დაკავებული.

„ჭურჭელი ვრეცხე და პამპერსებიც ვცვალე“ – ჯორჯ კლუნი იზოლაციას 10 მილიონიან საახლში ატარებს

ცნობისთვის, ჯორჯი, ამალია და მათი 3 წლის ტყუპები „ლოქდუანის“ პერიოდს იტალიაში ატარებდნენ, თუმცა ახლა ისინი ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები