59 წლის ჯორჯ კლუნი თვითიზოლაციის პერიოდს მეუღლესთან, 42 წლის ამალიასთან და 3 წლის ტყუპებთან ერთად ატარებს. ის 10 მილიონი დოლარის ღირებულების ვილაში იმყოფება, რომელიც ინგლისში მდებარეობს.
ახლახანს მსახიობმა გამოცემას Los Angeles Times-ს უამბო, თუ რას საქმიანობს სახლში.
„საერთო ჯამში სახლში 10 თვე გავატარე, მე 3 წლის ტყუპები მყავს, ასე რომ ამ პერიოდში ბევრი ჭურჭელი ვრეცხე და პამპერსებიც ვცვალე“, – განაცხადა „ოუშნის 11 მეგობრის“ ვარსკვლავა.
აღსანიშნავია, რომ მსახიობი მრავლი წლის განმავლობაში ჰოლივუდის ყველაზე მარტოხელა მამაკაცის ტიტულით სარგებლობდა. 2013 წელს კი ამალია ალამუდინი გაიცნო. წყვილმა გაცნობიდან ერთ წელში იქორწინა.