გამოცემა „ფორბსმა“ 2020 შეაჯამა და წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები დაასახელა. პირველი პოზიცია კაილი ჯენერს ერგო, ის „ფორბსმა“ წლის ყველაზე შემოსავლიან სელებრითად დაასახელა. მან 590 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ცნობისთვის, კაილი გასულ წელსაც ამავე სტატუსით სარგებლობდა, თუმცა, რამდენიმე თვის წინ მან ეს წოდება დაკარგა. გამოცემამ ვარსკვლავი ტყუილში დაადანაშაულა და მილიარდერების სიიდანაც ამოიღო, რადგან გამოკვლევების მიხედვით გაირკვა, რომ კაილიმ ქონების შესახებ მოიტყუა და ჟურნალს, ბრენდის Kylie Cosmetics შესახებ გაყალბებული მონაცემები მიაწოდა. თუმცა, როგორც ჩანს ახლა ყველაფერი დაზუსტდა და კაილი კვლავ ,,მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიონერის” ტიტულის მფლობელია.
კაილიმ თავის მილიონობით გამომწერს საშუალება მისცა 4 სართულიანი სახლის ინტერიერი დაეთვალიერებინა, სადაც შვებულებას ატარებს და ფოტოები გაავრცელა.
როგორც ირკვევა, ვილაში, რომელიც ასპენში მდებარეობს სახლის კინოთეატრი, აუზები, სპა ცენტრები, საბილიარდო და კიდევ უამრავი გასართობი ზონაა განთავსებული. და რაც ყველაზე მთავარია, ხედი სახლიდან უბრალოდ ჯადოსნურია.
აღსანიშნავია, რომ კაილი ასპენში თავის ოჯახის წევრებთან, დებთან, დედასთან, შეყვარებულთან, – ტრევის სკოტთან და ქალიშვილთან ერთად, პირადი ვერტმფრენით ჩაფრინდა.