ბოლო პერიოდის განმავლობაში ლედი გაგას სტილის ტრანსფორმაცია თვალსაჩინოა, „მონსტრების დედიკოდან“ – „მოდის ეტალონამდე“, – სწორედ ასე აფასებენ არტისტის სტილს მოდის ექსპერტები. ბუნებრივია, მასზე გავლენა რიდლი სკოტის ფილმმა, „გუჩის სახლი“ მოახდინა, რომლის გადაღებებიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ მოდურ „ლუქს“ ლედი გაგა წარმოუდგენლად მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს უხამებს, რომლით სიარული და მითუმეტეს სეირნობა ალბათ თითოეული ქალბატონისთვის წარმოუდგენელია, თუმცა არტისტი ამას შესანიშნავად ახერხებს.
ახლახანს არტისტი თეთრი, პლათფორმებიანი ჩექმით გამოჩნდა, რომელსაც მან არც მეტი არც ნაკლები ღია ცისფერი ლეგინსები და ტოპი შეუხამა.
ფოტო: ლედი გაგა ფუტურისტული სტილის კაბაში შეუდარებელია