LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ავანგარდული ცისფერი კაბა და 30 სანტიმეტრიანი ქუსლიანი ფეხსაცმელი – ლედი გაგას მორიგი ეპატაჟური გამოჩენა

386
Untitleddddde

35 წლის არტისტი, ლედი გაგა ახლა ნიუ-იორკში იმყოფება და ლეგენდარულ ტონი ბენეტთან ერთობლივი კონცერტისთვის ემზადება. როგორც ცნობილია, არტისტმა სულ ცოტა ხნის წინ რიდლი სკოტის ფილმში „გუჩის სახლში“ მიიღო მონაწილეობა. გადაღებები დასრულდა, ლედი გაგას ჩაცმის სტილზე კი გადაღებებმა დიდი გავლენა მოახდინა.

ბოლო დღეების განმავლობაში „მონსტრების დედა“ საოცრად მრავალფეროვანი „ლუქებით“ ანებივრებს გულშემატკივრებს.

ფოტო: 23 სანტიმეტრიანი ფეხსაცმლიდან 70-იანი წლების იმიჯამდე – ლედი გაგას დახვეწილი გამოჩენა ნიუ-იორკის ქუჩებში

მას საოცარი კაბა ეცვა, რომელიც 60-ანი წლებისა და ავანგარდული სტილის შერწყმას წარმოადგენდა. ეპატაჟურმა არტისტმა ცისფერ კაბას 30 სანტიმეტრიანი, თეთრი ჩექმა შეუხამა.

ფოტო: 23 სანტიმეტრიანი ფეხსაცმელი და შავი თავსახვევი – ლედი გაგამ მანჰეტენზე უცნაური „ლუქით“ გაიბრწყინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები