გასულ კვირას რიდლი სკოტის კრიმინალური დრამის, „გუჩის სახლის“ პირველი ტრეილერი გამოჩნდა. მალევე ლედი გაგა ნიუ-იორკის ქუჩებში ჩვეული ექსტრავაგანტული ჩაცმულობით გამოჩნდა.მას 23 სანტიმეტრიანი ფეხსაცმელი და შავი თავსახვევი ამშვენებდა.
ფოტო: 23 სანტიმეტრიანი ფეხსაცმელი და შავი თავსახვევი - ლედი გაგამ მანჰეტენზე უცნაური „ლუქით“ გაიბრწყინა
სულ მალე არტისტი 20 ,,გრემის” მფლობელი არტისტთან ტონი ბენეტთან ერთად ნიუ-იორკში კონცერტს გამართავს
თუმცა, როგორც ჩანს, „მონსტრების დედა“ მალევე მიხვდა, რომ ახლა მის ცხოვრებაში სხვა ეტაპი დაიწყო და ეპატაჟური ჩაცმულობა, 70-იანი წლების სტილზე გაცვალა.
ვარსკვლავი უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების წინაშე არაერთხელ გამოჩნდა. ის ჯერ საოცრად მკაცრი სტილის კაბით ნიუ-იორკში გადაიღეს, შემდეგ კი კოპლებიანი კაბით Radio City Music Hall-ს ეწვია. 35 წლის არტისტის საოცრად გემოვნებიანმა და დახვეწილმა იმიჯმა საზოგადოების დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.