საბეჭდი მანქანა ახალი დიზაინით ბრუნდება, ის გააცოცხლეს და ციფრულ თაობას ახალი საბეჭდი მანქანის ვერსია შესთავაზეს. Flowo საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელია, გარდა ამისა მეტად ნოსტალგიური.
კლავიატურა განათებულია და მრგვალი როლერი აქვს მიმაგრებული, რომელშიც A4 ფორმატის ფურცელი თავსდება. ის ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და თვალებისთვისაც ნაკლებად საზიანოა. ასევე მოწყობილობას უკან USB ტიპის შესაერთებელი აქვს, რისი საშუალებითაც დოკუმენტების ჩამოტვირთვასა და ატვირთვას, ასევე აკრეფილი ტექსტის სხვა ეკრანზე წაკითხვას შეძლებთ.