LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბედისწერო დაბრუნებების სერია გრძელდება: ანჯელინა ჯოლი ყოფილი ქმარს სახლში ესტუმრა

2539
Untitledee

დაგვეთანხმებით, რომ მიმდინარე წელი განშორებული ვარსკვლავური წყვილების საბედისწერო შერიგებების წელია. აი მაგალითად, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი 17 წლიანი განშორების შემდეგ კვლავ ერთად არიან. სულ ცოტა ხნის წინ კი კანიე უესტისა და ირინა შეიკის რომანის შესახებ ალაპარაკდნენ. როგორც ირკვევა, რეპერს შეიკი 11 წლის წინ უყვარდა და მათ ხანმოკლე რომანიც კი ჰქონდათ.

ფოტო: ჩახუტებულები და ბედნიერები – ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი საზოგადოების წინაშე ერთად პირველად გამოჩნდნენ

ფოტო: ახალი ვარსკვლავური რომანი – კანიე უესტი და ირინა შეიკი პაემნის დროს გადაიღეს

აღნიშნულ წყვილებს შესაძლოა ანჯელინა ჯოლიც შეუერთდეს. ცოტა ხნის წინ მსახიობი ყოფილი მეუღლის, ჯონი ლი მილერის  სახლის დატოვებისას დააფიქსირეს. ჯოლიმ ლის სახლი მისვლიდან 4 საათის შემდეგ დატოვა.

შეგახსენებთ, წყვილმა ერთმანეთი 1994 წელს ფილმის „ჰაკერები“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო და 1996 წელს დაქორწინდა. მათი ქორწინება 4 წელს გაგრძელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები