დასავლური მედიის ინფორმაციით, ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ბრიჯიტ ბარდო ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარე ვილას ყიდის. აღნიშნული სახლი ვარსკვლავმა 1950-იანი წლების ბოლოს შეიძინა, ახლა კი სახლი 6,49 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
სახლი ХIII საუკუნეშია აშენებული. მართალია ის რესტავრირებული იყო, თუმცა, ვარსკვლავმა მოახერხა და მას პირვანდელი, სახე შეუნარჩუნა. სახლში კლასიკური ავეჯი და ქანდაკებებია დგას, სასტუმრო ოთახში კი 600 წლის ბუხარია განთავსებული.
600 კვადრატული მეტრის ფართის სახლში 8 საძინებელი, 8 სააბზანო ოთახი, უზარმაზარი სამზარეულო, ბიბლიოთეკა, უზარმაზარი ტერასები და ლიფტი მდებარეობს.