ცოტა ხნის წინ, კანადელმა მსახიობმა, 33 წლის ელენ პეიჯმა თავი ტრანსგენდერად გამოაცხადა და ელიოტი დაირქვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინსტაგრამის“ საშუალებით გააკეთა და ვრცელი პოსტიც დაწერა.
აღნიშნული განცხადების შემდეგ მსახიობი პირველად გამოჩნდა. ელიოტმა სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მთელი გულით გიხდთ მადლობას მხარდაჭერისთვის, ასეთ მომენტში თქვენი თანადგომა ჩემთვის უდიდესი საჩუქარი იყო, დაეხმარეთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება. შევხვდებით 2021 წელს. სიყვარულით, თქვენი ელიოტი“, – განაცხადა პეიჯმა
აღნიშნულ განცხადებას კომენტარებში ჯენიფერ გარნერი გამოეხმაურა:
„დიდ სიყვარულსა და თანადგომას გიცხადებ“, – დაწერა ჯენიფერმა კომენტარებში.
ცნობისთვის საკუთარი ორიენტაციის შესახებ მსახიობმა 2014 წელს განაცხადა. ის უკვე 2 წელია მოცეკვავე ემა პორტნერთან ქორწინებაში იმყოფება.
შეგახსენებთ, ელენ პეიჯი 2007 წელს გამოსული ფილმით „ჯუნო“ გახდა ცნობილი, რომლისთვისაც მსახიობი „ოსკარზე“ იყო წარდგენილი.