სულ ცოტა ხნის წინ, „ოსკარების“ 2021 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 83 წლის ენტონი ჰოპკინსი ისტორიაში შევიდა, როგორც უხუცესი ადამიანი, რომელმაც „ოსკარზე“ „საუკეთესო მამაკაცის როლის“ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. ლეგენდარულმა მსახიობმა ფილმში „მამა“ შესრულებული როლისთვის ოსკარის ჯილდო დაიმსახურა.
ვიდეო: „ოსკარის“ მიღების შემდეგ, ენტონი ჰოპკინსი მამის საფლავიდან ემოციურ მიმართვას ავრცელებს
რიგით მეორე „ოსკარი“ ლეგენდარულმა მსახიობმა უელსში მეგობრის, სელმა ჰაიეკის გარემოცვაში აღნიშნა. ისინი ლეონარდ კოენის სიმღერაზე, Dance Me to the End of Love ცეკვავდნენ. მოგვიანებით სელმამ სახალისო ვიდეო „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა და სერ ენტონი ჰოპკინსს გამარჯვება სახალხოდ მიულოცა.
„ზეიმი მეფესთან, მე-2 ოსკარი ფილმში მამა, ლეგენდარული შესრულებისთვის“, – ასე დაასათაურა ვიდეო სელმამ. საპასუხოდ ჰოპკინსმა სელმას საოცარი დღისთვის მადლობა გადაუხადა და მას დედოფალიც უწოდა.