LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ჩემს შემოქმედებაში დედის ბევრნაირი სახეა, მაგრამ ამ ფილმში სულ სხვანაირი პერსონაჟები იქნებიან“ – პენელოპა კრუსი კვლავ ალმოდოვარის ფილმში – პირველი კადრები

267
page

46 წლის პენელოპა კრუსი ამჯერად პედრო ალმადოვარის ახალი ფილმის გადაღებებითაა დაკავებული. პედრო ალმოდოვარი კვლავ თავის  „მუზასთან“ თანამშრომლობს.

ფოტო: 46 წლის პენელოპა კრუსი ალმადოვარის ახალი ფილმის გადაღებებზე

„პარალელური დედები“, ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომლის სიუჟეტიც სამი დედის შესახებ მოგვითხრობს. სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში პირველი კადრებიც გავრცელდა. ფილმში პენელოპა კრუსთან ერთად როსი დე პალმა და ხულიეტა სერანო გამოჩნდებიან.

„ამ ფილმით ქალების სამყაროს, დედობას და ოჯახს ვუბრუნდები. ჩემს შემოქმედებაში დედის ბევრნაირი სახეა, მაგრამ ამ ფილმში სულ სხვანაირი პერსონაჟები იქნებიან“, – აცხადებს ლეგენდარული რეჟისორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები