ცოტა ხნის წინ, საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ ახალი თრეილერი გავრცელდა. დიდი დაბრუნება 9 დეკემბერს შედგება, მანამდე კი ახალი სეზონის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება.
https://www.youtube.com/watch?v=KNLwEjJPbcs
აღსანიშნავია, რომ ახლახან სარა ჯესიკა პარკერმა „ვოგის“ ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც წლებთან ერთად შეცვლილი გარეგნობისა და საზოგადოების კრიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, სერიალის მსახიობებმა საზოგადოების ნაწილისგან უამრავი უარყოფითი შეფასება მიიღეს იმის გამო, რომ მათი გარეგნობა დროსთან ერთად საგრძნობლად შეიცვალა. პარკერი აცხადებს, რომ ბუნებრივი დაბერების პროცესს ანიჭებს უპირატესობას და ინექციურ კოსმეტოლოგიას არ ცნობს.
თუმცა, როგორც ჩანს, შარლოტას როლის შემსრულებელი, კრისტინ დევისი სხვაგვარად ფიქრობს. ახალ თრეილერში ის საგრძნობლადაა შეცვლილი, ფაქტია, მსახიობს ინექციური კოსმეტოლოგიის გადაჭარბებული დოზა მოუვიდა. მას ფილერი აქვს გამოყენებული.