LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ზედმეტად ბედნიერი ხომ არ ხარ?!“ – ალეკ ბოლდუინის დევნა გრძელდება

5684
page

თუკი გეგონათ, რომ გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედია წარსულს ჩაბარდა, ცდებით. ალეკ ბოლდუინმა უკვე ახალ კინოპროექტზე დაიწყო მუშაობა, თუმცა ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ გარდაცვლილი ჰალინა ჰაჩინსის ოჯახი 63 წლის მსახიობს სასამართლოში უჩივის. ყოველივე ამის ფონზე, ალეკი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მაქსიმალურად ირიდებს თავიდან.

ტრაგიკულად გარდაცვლილი ჰალინა ჰაჩინსის ოჯახი ალეკ ბოლდუინს სასამართლოში უჩივის

ფოტო: ალეკ ბოლდუინი ტრაგედიამდე და ტრაგედიის შემდეგ – ცხოვრება გრძელდება, მსახიობს ახალ ფილმში იღებენ

ამჯერად ალეკი და მისი მეუღლე, ჰილარი ნიუ-იორკში გადაიღეს, მსახიობს მისთვის ყავა მიჰქონდა და სხვათა შორის, საკმაოდ ხალისიანი და ლაღი გამომეტყველება ჰქონდა, სწორედ ეს გახდა საზოგადოების კრიტიკის მიზანი.

„ზედმეტად ბედნიერი ხომ არ ხარ?!“,„აღიარე, რომ შენი დაუდევრობის ბრალია ჰალინას სიკვდილი“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები