ადელი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მან სინგლი Easy on Me გაავრცელა და რიგით მეოთხე ალბომიც დააანონსა. „თიზერის“ გამოქვეყნებიდან 24 საათში ვიდეომ „იუთუბზე“ოთხ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
რამდენიმე საათში 4 მილიონზე მეტი ნახვა – ადელი 6 წლის შემდეგ პირველ სიმღერას ავრცელებს
და აი, სინგლის პრემიერაც შედგა. ვიდეო საოცრად ემოციურია, 33 წლის არტისტი ყოფილ ქმარს, საიმონ კონესკის უმღერის, რომელსაც 2016 წელს დაშორდა.
„მან მე განქორწინება მაიძულა, მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ჩვენ საკუთარ გზებზე გავიჭედეთ“, – მღერის ადელი.
ცნობისთვის, განქორწინებიდან მალევე ადელის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, მან წონაში ძალიან დაიკლო. ახლა არტისტს ახალი გულისწორი, რიჩ პოლი ჰყავს.
„სკიაპარელის“ კაბა და უზადო ვიზუალი – ადელმა გულისწორთან გადაღებული პირველად ფოტო გაავრცელა