კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი და მისი მეუღლე, მარია შრაივერი 2011 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. ამის მიზეზი არნოლდის ღალატი იყო. მან მეუღლეს მოსამსახურესთან უღალატა და მასთან შვილიც გააჩინა. შვარცნეგერი და შრაივერი ოფიციალურად გასულ წელს განქორწინდნენ ახლა კი ირკვევა, რომ „ტერმინატორის“ ვარსკვლავისგან მარია ქონების ნახევარს მიიღებს. მათ თანაცხოვრების პერიოდში 400 მილიონი დოლარი დააგროვეს.
რაც შეეხება ღალატს, 74 წლის არნოლდი დანაშაულს აღიარებს, გმობს მსგავს საქციელს და აცხადებს, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს.
„ზოგადად, ღალატი ეს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომაა და ამას არანაირი გამართლება არ აქვს“, – განაცხადა არნოლდმა და ყოფილ მეუღლეს საჯაროდ ბოდიშიც მოუხადა.
ცნობისთვის, არნოლდი და მარია 1986 წელს დაქორწინდნენ, მათ 4 შვილი ჰყავთ.
ფოტო: 73 წლის არნოლდ შვარცენეგერი მეგობარ გოგოსთან სეირნობისას გადაიღეს
არნოლდ შვარცენეგერი: „შთაგონებულები ვართ უკრაინელი ხალხის სიმამაცით!..“