ჰოლივუდის ვარსკვლავი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცნეგერი რუს ხალხს მიმართავს და სიმართლის გავრცელებაში დახმარებას სთხოვს.
„მე მიყვარს რუსი ხალხი და ამიტომ, აუცილებლად უნდა გითხრათ სიმართლე. გთხოვთ დამეხმარეთ გაზიარებაში, არის ისეთი მომენტები, როცა შეუძლებელია გაჩუმება. ვიცი, რომ თქვენი ხელისუფლება გეუბნებათ, რომ ეს არის ომი უკრაინის დენაციფიკაციისათვის, რაც არასწორია. უკრაინა ქვეყანაა, რომლის პრეზიდენტიც ებრაელია და მათ არ დაუწყიათ ეს ომი. ის კრემლის მმართველმა წევრებმა დაიწყეს. თავისი სისასტიკის გამო რუსეთი ახლა იზოლირებულია მსოფლიოსგან. ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. დიდი რაოდენობით რუსული ტექნიკა განადგურდა. რუსულმა ბომბებმა, რომლებიც ეცემოდა მშვიდობიან მოსახლეობას, გამოიწვია ნგრევა მთელ მსოფლიოში. რუსეთის მთავრობა ატყუებს არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ ჯარისკაცებსაც, ზოგიერთს უთხრეს, რომ მათ როგორც განმათავისუფლებელებს, ისე მიიღებდნენ, მაგრამ, სინამდვილეში, უკრაინელები გმირულად იცავენ საკუთარ ქვეყანასა და მიწებს“, – წერს შვარცნეგერი „ტვიტერზე“.
https://twitter.com/Schwarzenegger/status/1504426844199669762?s=20&t=z3sDxXQ-cYFhtLQkeCcQZQ