51 წლის წლის ჯენიფერ ლოპესისა და 46 წლის ალექს როდრიგესის განშორებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. მათი განშორების შემდეგ ჩვენ მარტოდ დარჩენილი ალექსის ფოტოები არაერთხელ ვიხილეთ.
ალექს როდრიგესის პირველი კომენტარი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის რომანზე
ფოტო: მიტოვებულმა და საქვეყნოდ დამცირებულმა ალექს როდრიგესმა ხსნა საკვებში პოვა
მანამ, სანამ ჯეი ლო ყოფილ საქმროსთან, ბენ აფლეკთან გარდასულ წლებს ინაზღაურებს და რომანტიკულ უქმეებს ატარებს, ყოფილი სპორტსმენი, ალექს როდრიგესი ლოპესს ბაძავს და მამაკაცებისთვის დეკორატიული კოსმეტიკის ხაზს უშვებს.
სულ ცოტა ხნის წინ ალექსმა სოციალურ ქსელში ფოტოები განათავსა, სადაც ახალ „კონსილერს“ ისვამს სახეზე და პროდუქტს არეკლამებს.
„გადავწყვიტე ის პრობლემა მოვაგვარო, რაც თავად მაწუხებს. ეს კონსილერი პარსვის შედეგად დაზიანებულ კანს სრულად შენიღბავს“, – აცხადებს როდრიგესი.
მის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„აშკარად ღრმა დეპრესიაშია“, „სასაცილოა“,„ჯეი ლოს ბაძავს“, – წერენ კომენტარებში.