LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარედ ლეტომ ჰუდების ხაზი გამოუშვა, შემოსული თანხა პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება

143
ჯარედ-ლეტო

ბლეიკ ლაივლი, რაიან რეინოლდსი, რიანა, ჯორჯო არმანი, დოლჩე და გაბანა, ლეონარდო დიკაპრიო, ოპრა უინფრი, ანჯელინა ჯოლი – ეს იმ ვარსკვლავების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად თანხები გაიღეს. ყველა ცნობილი ადამიანი მსოფლიოს თავისებურად ეხმარება.

მათ არც ჯარედ ლეტო ჩამორჩა, მსახიობმა და მუსიკალურმა არტისტმა ჰუდების კოლექცია წარადგინა, გაყიდვებით შემოსული მთლიანი თანხა კი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად შექმნილ საქველმოქმედი ორგანიზაციაში, Global Giving გადაირიცხება, რომელიც პანდემიასთან მებრძოლ მედ პერსონალს ეხმარება.

კოლექციის შეძენა ნებისმიერ ადამიანს, 30 Seconds to Mars-ის ვებ გვერდზე შეუძლია, უბრალოდ დამკვეთი პროდუქციას 4 დან 6 კვირამდე ვადაში მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები