ქორწილი, რომელსაც საზოგადოება მთელი წელია ელოდა, შედგა. 30 სექტემბერს ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი დაქორწინდნენ. წყვილი 2018 წლის ივლისში დაინიშნენ. მუსიკოსმა გოგონას ხელი ბაჰამის კუნძულებზე სთხოვა. სექტემბერში კი მათ ქორწინება ნიუ-იორკის სასამართლოს შენობაში გააფორმეს.
ამჯერად კი წყვილმა ტრადიციული ქორწილი გადაიხადა, ცერემონიალი სამხრეთ კაროლინაში ჩატარდა და ის ფოტოგრაფებისთვის დახურული იყო.
„მათ, როგორც მორწმუნეებს, სჯერათ, რომ თუ მათი ქორწილი ღვთისგან არ დაილოცება, ბედნიერები ვერ იქნებიან“ – აღნიშნა მოდელის მამამ.
ვარსკვლავურმა წყვილმა ფული არ დაიშურა და ქორწილზე შეკრებილი გლამურული საზოგადოება გააოცა. 154 სტუმარს შორის ედ შირანი, კენდალ და კაილი ჯენერები, ტრევის სკოტი, აშერი, ჯეიდენ სმიტი და კეიტი პერი იყვნენ.
შეკვეთით დამზადებული შამპანურის ბოთლები, დაბრენდილი ქურთუკები, მასაჟი სტუმრებისთვის და საჩუქრები, რაშიც წყვილმა 50 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა – დღის ბოლოს ფოტოები თავად ჯასტინ ბიბერმა გაგვიზიარა.
შეაფასეთ ⬇