LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტიმბერლეიკმა საბავშვო საავადმყოფოს პაციენტები მოინახულა (ფოტო/ვიდეო)

8748750-0-image-a-25_1547955877504

19 იანვარს, ჯასტინ ტიმბერლეიკი მეხუთე სტუდიური ალბომის The Man of the Woods მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში, სან-ანტონიოს სტუმრობდა. ცნობილი გახდა, რომ კონცერტამდე, 37 წლის შემსრულებელი ტეხასის შტატის სამხრეთ ნაწილში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია.

საინტერესოა, რომ მომღერლის პატარა თაყვანისმცემლებთან ვიზიტს  წინ საკმაოდ ემოციური  ვიდეო უძღვოდა. ბავშვებმა ,,გრემის” მფლობელი მუსიკოსისთვის სპეციალური კლიპი ტექსტით: ,,ჯეი თი, მნახე!” გადაიღეს.

როგორც ჩანს, მხიარულმა და ამავდროულად, გულისამაჩუყებელმა რგოლმა ამერიკელ არტისტამდეც მიაღწია, რომელსაც ჯესიკა ბილთან ქორწინებაში 3 წლის ვაჟი, სილასი ჰყავს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=67&v=Kxikuu5pjsQ

აღსანიშნავია, რომ დაწესებულებაში ყოფნის დროს ტიმბერლეიკმა ბავშვებთან და მათ მშობლებთან ისაუბრა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

გაირკვა, რომ ერთ-ერთი პაციენტი სახელად მარია მან საღამოს კონცერტზეც დაპატიჟა.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკმა რიგით მეექვსე საკონცერტო ტურნე ცოტა ხნის წინ განაახლა. ვოკალური პრობლემების გამო მას დროებით მუსიკალური პაუზა დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები