ჯეი ლო და ბენ აფლეკი სანტა-მონიკას ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. ისინი ჩახუტებულები მიემართებოდნენ პარკისკენ, გზაში კი თბილად კოცნიდნენ ერთმანეთს. ამ დღეს 54 წლის ჯენიფერს ჯინსის შარვალი და კრემისფერი ჟაკეტი ამშვენებდა, 51 წლის ბენი კი კრემისფერ შარვალსა და ნაცრისფერ ქურთუკში იყო გამოწყობილი.
„ჯეი ლო მთელი გზა ბენს ხელს არ უშვებდა, გამუდმებით მას ეხუტებოდა და კოცნიდა“, – ჰყვება ინსაიდერი.
წყვილი აქტიურად არის დაკავებული ახალი სახლის ინტერიერის მოწყობით. ცნობისთვის, ბევერლი-ჰილსზე მდებარე სახლის ღირებულება 75 მილიონ დოლარია. სახლის საერთო ფართი 46 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.
„ბენიფერის“ ჟღურტული ახლად შეძენილ დივანზე – პაპარაცული ფოტოები
ამღერებული „ბენიფერი“ – ჯეი ლომ ბენ აფლეკს იუბილე უსაყვარლესი ვიდეოთი მიულოცა