LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს კემერონი ახალ ზელანდიაში „ავატარის“ მეორე ნაწილის გადასაღებად ჩავიდა

329
Screen-Shot-2020-01-07-at-2.13.39-PM.0

კორონავირუსის პანდემიამ უამრავი კინოპროექტი შეაჩერა. მათ შორის ისეთი გრანდიოზული გადაღებები, როგორიც „ავატარის“ სიქველია. გადაღებებიდან პირველი ფოტო ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვიხილეთ.

„ავატარის“ მეორე ნაწილის გადაღებებიდან პირველი ფოტო გავრცელდა (ფოტო)

„ავატარის“ ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდზე, 2019 წელს მიმდინარე გადაღებების, ბოლო დღეს გადაღებული ფოტო გავრცელდა. ფოტო უზარმაზარი ხომალდის გემბანზეა გადაღბული

ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფილმის გადაღებები განახლდა. როგორც ცნობილია „ავატარის“ მეორე ნაწილის გადაღებები ახალ ზელანდიაში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საზღვრები ოფიციალურად ჩაკეტილია, გადასაღებ ჯგუფს ქვეყანაში შესვლის უფლება მაინც მისცეს.

სულ ცოტა ხნის წინ, ფილმის რეჟისორი ჯეიმს კემერონი და პროდიუსერი ჯონ ლანდაუ ახალ ზელანდიაში ჩავიდნენ. ფოტოები „ინსტაგრამზე“ თავად ლანდაუმ გაავრცელა.

„მივაღწიეთ ახალ ზელანდიამდე, ახლა 14 დღიანი კარანტინი გვეწყება“, – დაწერა პროდიუსერმა.

შეგახსენებთ, რომ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს კეიტ უინსლეტი, ედი ფალკო და უნა ჩაპლინი ასრულებენ,  2021 წლის 21 დეკემბერს ვიხილავთ.

https://www.instagram.com/p/CA1U8k9p1Al/?utm_source=ig_embed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები