ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სკანდალურმა განქორწინებამ ლეგენდარული მსახიობის კარიერა საშინლად დააზარალა. მსახიობი ბოლომდე არ ნებდება და მაქსიმალურად ცდილობს, ბრალდება გაასაჩივროს. ამჯერად ინტერნეტსივრცეში ვარსკვლავის საჩივრის დოკუმენტი გასაჯაროვდა. ჯონი საქველმოქმედო ფონდს სიცრუეში ადანაშაულებს, ყოფილ მეუღლეს კი 7 მილიონი დოლარის მითვისებაში. ჯონი აღნიშნული საბუთით ACLU-ს უჩივის, მას სურს იმ თანხის რაოდენობა გამოაშკარავდეს, რამდენიც ჰარდმა მათ გადაურიცხა.
ცნობისთვის, განქორწინების შემდეგ, ჰარდმა განაცხადა, რომ ჯონის ფული არ სჭირდებოდა და სასამართლოს მიერ გადაცემულ მილიონს საქველმოქმედო ფონდებს აჩუქებდა. გამომძიებლები მთელი წლის განმავლობაში არკვევდნენ, თუ სად გადარიცხა ემბერმა თანხა და აღმოაჩინეს, რომ ჰარდი ბავშვთა კლინიკებს მხოლოდ 100 000 დოლარით დაეხმარა, დანარჩენი კი მიითვისა.
ფოტო: ემბერ ჰარდი ჯონი დეპის თაყვანისმცემლებს მიმართავს