LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი განქორწინების თემებზე მომუშავე ადვოკატთან კონსულტაციებს მართავს

5656
thumbnail

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის წყვილს, რომლებმაც 20 წლიანი დაშორების შემდეგ, ყველაფერი თავიდან დაიწყეს, მთელი მსოფლიოს აღტაცებით შესცქერის. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, არაფერია იდეალური. გამოცემა „მარსა“ წერს, რომ ჯენიფერ ლოპესი აქტიურ კონსულტაციებსა და შეხვედრებს მართავს ადვოკატთან, რომელიც განქორწინებების თემაზე მუშაობს. გამოცემას წყარო უყვება, რომ მომღერალი სამომავლოდ ყველა დეტალის დალაგებას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ ჯეი ლოსა და აფლეკის წყვილი ისევ დაიშლება, მომღერალს ყველაფერი მზად აქვს.

აქვე ცნობილი ხდება, რომ ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა საქორწილო კონტრაქტს უნდა მოაწერონ ხელი, რომლის საბოლოო ვერსია ჯერ კიდევ მზადებაა. ამ კონტრაქტით, ისინი ქონებრივი ვალდებულებების გამიჯვნას გეგმავენ.

პარალელურად ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ წყვილი კიდევ ერთხელ აპირებს შეუღლებას. ინსაიდერმა გამოცემას გაუმხილა, რომ მათ იდეალური ურთიერთობა აქვს, ერთმანეთზე გიჟდებიან და ისეთი შეყვარებულები არიან, როგორც არასდროს.

„ისინი კიდევ ერთხელ შეჰფიცებენ სიყვარულს ერთმანეთს, ეს მოხდება ამ ზაფხულში. წყვილი გრანდიოზულ ქორწილს ახლად შეძენილ სახლში გადაიხდის, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს“, – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, წყვილმა უზარმაზარი სახლი რამდენიმე თვის წინ, 60 მილიონ დოლარად შეიძინა.

როცა ისე გიყვრას, რომ მზად ხარ, ყოველ წელს იქორწინო – ლას-ვეგასში გაპარვისა და გრანდიოზული ქორწილის შემდეგ „ბენიფერი“ კიდევ ერთხელ შეუღლდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g