ჯენიფერ ლოპესმა და ჯიმი ფელონმა სხვადასხვა ჰიტის კლიპიდან, ყველაზე დასამახსოვრებელი კადრები გაიმეორეს.

წყვილმა მაყურებელს ისეთი სიმღერების მუსიკალურ რგოლებში ნაჩვენები მოძრაობები შესთავაზა, როგორებიცაა: ბრიტნი სპირსის Oops!… I Did It Again, ბიონსეს Single Ladies (Put a Ring on It), სიას Chandelier, მაილი საირუსის Wrecking Ball, ლედი გაგას Bad Romance და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 44 წლის იუმორისტისა და 50 წლის მომღერლის საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულებული ნომრები სოციალურ ქსელში დადებითად შეაფასეს. ვიდეო, ამ დროისთვის, 2 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები