LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯო ჯონასმა სოფი ტერნერს შვილები ექს-შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის სახლში მიუყვანა“ – უახლესი ფოტოები და სიახლეები წყვილის შესახებ

165
page

როგორც ცნობილია, სოფი ტერნერი და ჯო ჯონასი 4 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. სოფი ექს-მეუღლეს სასამართლოში უჩივის, მას შვილებზე სრული მეურვეობის მოპოვება სურს და აპირებს ისინი თავის სამშობლოში, ბრიტანეთში წაიყვანოს, ამის უფლებას კი ჯონასი მას არ აძლევს. მეტიც, მედია აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ ჯონასი სოფის ქალიშვილების ნახვის საშუალებას არ აძლევდა.

„ჯო მარტო უვლის ორ ქალიშვილს“ – ჯო ჯონასი და სოფი ტერნერი 4 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმეთს შორდებიან

რამდენიმე საათის წინ პაპარაცებმა სოფი 3 და 1 წლის ქალიშვილებთან, ნიუ-იორკში სეირნობის დროს დააფიქსირეს, მსახიობი შესანიშნავ ხასიათზე იყო.

„ჯო ჯონასმა სოფი ტერნერს შვილები ექს-შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის სახლში მიუყვანა“, – ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

წყაროს ცნობით, ჯონასი შვილებთან ერთად ექს-შეყვარებულისა და სოფის ახლო მეგობრის, ტეილორ სვიფტის სახლში მივიდა, საიდანაც მოგვიანებით სოფი ქალიშვილებთან ერთად გამოვიდა.

სოფი ტორნერი ჯო ჯონასს სასამართლოში უჩივის – სკანდალური დეტალები გასაჯაროვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები