ჯეი ლო ამჯერად „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ, „ელი სააბის“ 2024 წლის გაზაფხულის ჩვენებას დაესწრო და კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო.
წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავი „ელი სააბის“ უმშვენიერესი კაბით გამოჩნდა. ეს გახლდათ გრძელი, მწვანე კაბა, რომელსაც ულამაზესი ყვავილებით გაფორმებული მოსასხამი ამშვენებდა.
„კაბა, რომელზეც კიდევ დიდ ხანს ისაუბრებენ“, – ასე აფასებენ მოდის ექსპერტები ჯენიფერ ლოპესის „ლუქს“.
ვიდეო: დაბრუნება 20 წლით უკან! – ჯეი ლომ საკულტო კლიპის Jenny From The Block კადრები გაიმეორა