LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომბინირებული პროცედურები და აპარატურული მეთოდები – სილამაზის აკადემია

448
ნინო-გაფრინდაშვილი

კომბინირებული პროცედურები და აპარატურული მეთოდები – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ექიმმა ინექციონისტმა ნინო გაფრინდაშვილმა ისაუბრა.

რამდენად უწევ რეკომენდაციას აპარატურულ პროცედურებს?

დღეს აპარატურული პროცედურები ძალიან აქტუალურია. სეზონიდან გამომდინარე, შემოდგომიდან, რუჯის შემდეგ უფრო მოთხოვნადია ჩავრთოთ კომბინირებულ პროცედურები მოვლაში. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია არის თუ არა ორიგინალი აპარატი. არაორიგინალი აპარატი პროცედურაში საფრთხეს აჩენს. ორიგინალი აპარატები გადიან როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ სერთიფიცირებას.

აპარატურულ პროცედურებში ასაკობრივი შეზღუდვა არ არის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 18 წლის და 70 წლის ასაკშიც აქტუალური იყოს.

ინიექციური პროცედურების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ?

გასათვალისწინებელია სპეციალისტის კომპეტენციის ზღვარი. ასევე ინიექციური პროცედურა კვალიფიციურ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა ტარდებოდეს. დღეს შედარებით უფრო ინფორმირებულია პაციენტი და ყურადღებას აქცევს ამ დეტალებს.

ასევე უნდა გაარკვიოთ პრეპარატის წარმომავლობა.

დღეს ყველა საუბრობს სკულპტრაზე…

თუ საქართველოში სკულპტრა ახალი პრეპარატია, მსოფლიოში სკულპტრამ 25 წლის თავი იზეიმა. ის როგორც დამოუკიდებელი ინიექციური პროცედურა ძალიან ეფექტურია, ასევე აპარატურულ პროცედურებთან კომბინაციაში. 

ზოგადად კომბინირებული პროცედურებისთვის მნიშვნელოვანია დატენიანების პროცედურის ჩატარება. ნებისმიერი პროცედურა ინიშნება კანის ტიპის მიხედვით, დაბერების ტიპის მიხედვით და უამრავი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები