LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კალმარის თამაშის“ მოტივებზე შექმნილი რეალითი-შოუსთვის მონაწილეების შერჩევა დაიწყო

43
page

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ სტრიმინგ სერვისმა, „ნეტფლიქსმა“ სერიალზე, „კალმარის თამაშის“დაყრდნობით, რეალითი შოუს შექმნა გადაწყვიტა. ახლა კი ირკვევა, რომ შოუში მონაწილეობის მსურველებისთვის კასთინგი უკვე გამოცხადდა. განცხადება ოფიციალურ  ვებ-გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

თამაშში მთავარი პრიზისთვის 456 მონაწილე იბრძოლებს. საპრიზო ფონდი კი 4,56 მილიარდი ვონის ნაცვლად 4,56 მილიონი დოლარი იქნება.

რაც შეეხება პირობებს, მონაწილეობის მიღებას აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, მთავარი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაა.

ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი და მონაწილეთა რაოდენობა – „ნეტფლიქსი“ „კალმარის თამაშების“ რეალითი შოუს იწყებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები